პარასკევი, ივლისი 4, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაუშვებელია

ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაუშვებელია

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერიის პოზიცია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია:

დაახლოებით, ორი წლის წინ დადგა საკითხი, ვაკის პარკში ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მაშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

ვიცით, რომ 2013 წელს, იმდროინდელმა მენეჯმენტმა გასცა აქ მშენებლობის ნებართვა. იმის შემდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებაც.

დღეს მერიას აქვს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ არ დავუშვათ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

საქმე ეხება საკმაოდ ძვირადღირებული აქტივის გამოსყიდვას, 2013 წლიდან დღემდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, მერიას გაუჭირდა აქტივების მობილიზება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის მიზნით, მერიამ მესაკუთრეს შესთავაზა გარკვეული მიწის ნაკვეთები, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო:

მონაცვლეობის პრინციპია, რომ ქონების მონაცვლეობა მოხდეს ღირებულებიდან გამომდინარე ანუ იმ ღირებულების ქონება შევთავაზოთ სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება ეს არ ყოფილიყო ცენტრალური უბნები, ყოფილიყო გარეუბნები, რადგან მუნიციპალიტეტს ცენტრალურ უბნებში 20-მილიონიანი ქონება არ აქვს საკუთრებაში, თუმცა არ მოხდა შეთანხმება ამ დრომდე.

მიმაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არის შეთანხმება მიღწეული, განპირობებულია იმით, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მაინც მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას. აქვე ვაცხადებ, მათ შორის, მათ გასაგონად, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...