პარასკევი, ივნისი 20, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ...

“იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის” – ნათია თურნავა

ტურიზმის სექტორის, სარესტორნო ქსელების, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დაანონსებული პროტესტი, რომ იგეგმება ე.წ. დაუმორჩილებლობა და ბიზნესის თვითნებურად გახსნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ეხმიანება. მინისტრი არაკანონიერი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ბიზნესის წარმომადგენლებს:

კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ჩვენს სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციას, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია ტურისტულ ინდუსტრიასთან, მათ შორის, რესტორნებთან ხან “ონლაინ”, ხან ფიზიკური შეხვედრით.

გასაგებია, იმის გამო, რომ რესტორნები, აჭარის გარდა სხვაგანაც, ჯერჯერობით, ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია. თუმცა, ვინაიდან ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერ მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება ჩვენ, იგივე აჭარის მოდელი (სადაც ჩვენ ღია სივრცეები გავხსენით) გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...