შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიღონისძიებები"ახალი საქართველოს" მეორე, რიგგარეშე ყრილობა 17 მარტს გაიმართება

“ახალი საქართველოს” მეორე, რიგგარეშე ყრილობა 17 მარტს გაიმართება

როგორც პოლიტიკური გაერთიანება “ახალი საქართველოდან” გახდა ცნობილი, ა.წ. 17 მარტს პარტიას რიგგარეშე ყრილობა აქვს დაგეგმილი. პარტია, რომლის თავმჯდომარეც  ამჟამად გიორგი ვაშაძეა, მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს.

პარტიის ყრილობაზე განსახილველი საკითხები:

  1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სახელის ცვლილება;
  2. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა;
  3. გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა;
  4. “ახალი საქართველოს” წესდებით გათვალისწინებული რეგიონალური კომიტეტის და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევა;
  5. წესდებაში ცვლილებების შეტანა.

 

პარტიის პოლიტიკური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევს დაგეგმილ ყრილობას:

“გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ში შემავალი, ერთ-ერთი სუბიექტი, პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველო” ხვალ, 14:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში” გამართავს რიგით მეორე ყრილობას. მოხდება ცენტრალური რგოლების, რეგიონალური, ასევე რაიონული ორგანიზაციის განახლება. საზოგადოებას შევთავაზებთ ახალ, პატიოსან, პრინციპულ და პროფესიონალ ადამიანებს.

ამ მოძრაობის მთავარი მოტივი იქნება ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანობის იდეის ირგვლივ პარტიების შემოკრებას და მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერ და დიდ გაერთიანებას” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...