spot_img
მთავარიარჩევნებიდადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო...

დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა – ცესკო

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და აცხადებს, რომ ISFED-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურდება, რომ მათ მიერ მოხდა დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, რამაც საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა:

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით), მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება.

მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლელა ჯეჯელავა: “ანუ დიფსტეითი რუსეთია?”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას ახდენს არა(რიტორიკული) შეკითხვითვის...

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...