პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის...

“1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება” – ნათია თურნავა

1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში შეზღუდვების შემსუბუქებასა და ახალი რეგულაციების შემოღების თაობაზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ:

მოგეხსენებათ, რომ დღემდე მოქმედებს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის შემდეგი წესი, რომ ისი შემოდიან ან ნეგატიური ტესტით და ისინი 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ ქვეყანაში შემოსვლისას არ აქვთ PCR-ტესტი წარდგენილი 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.

1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ მათ ექნებათ არჩევანის უფლება – შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ით ან ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად მე-3 დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფლები არიან თვითიზოლაციიდან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც შემოსვლისას არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება, რაც არის ევროპის სტანდარტი,” – აცხადებს ნათია თურნავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...