ორშაბათი, აპრილი 21, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება და...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება და მალტის ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანის თაობაზე – პოლიტიკური კლუბი “თავთავი”

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ Covid-19-ის ვაქვინის შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლებისადმი გაკეთებულ შეთავაზებას ეხმიანება და მოითხოვს დაიწყოს მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით:

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყონებლივ განიხილოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება და მალტის ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანის თაობაზე.

უზნეობა და არასახელმწიფოებრივი აზროვნების ნათელი მაგალითია როდესაც პირადი შუღლისა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, უარს ამბობ თუნდაც მცირედ შანსზე, უმოკლეს დროში შემოიტანო პრემიუმ ხარისხის ვაქცინა, რაც სავსებით საკმარისი იქნება, პირველ ეტაპზე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის. ყოველი დაკარგული დღე, ათობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ფასად გვიჯდება. ყოველი დაკარგული საათი ამცირებს ვაქცინის შესაძლო რაოდენობას.

ვაქცინა და ზოგადად ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იქცეს პოლიტიკური ქიშპისა და ბრძოლის იარაღად. ეს ზეპარტიული და არაპოლიტიკური საკითხია.

ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ისწავლოს და შეძლოს გაერთიანება და თანაცხოვრება, ქვეყნის და მისი მოსახლეობის უმაღლესი ინტერესის გათვალიწინებით,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ” – ნათია...

უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას კონკრეტული პოზიციით, პროდასავლური...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...