ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში...

“ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა” – კახა ბექაური

დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მედია საშუალებებში უხამსობის ტირაჟირებას ახდენენ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რადგან მათ თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, თუმცა, ასეთ დროს მაუწყებელს არ უნდა დაავიწყდეს მაყურებელი. ხოლო თუ ტელევიზია მაყურებლის უფლებების იგნორირებას ახდენს, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია დაიცვას მაყურებლის კანონიერი უფლება და ინტერესები.

გამოხატვის თავისუფლების ნაწილში საკითხის განხილვის დროსაც განვმარტეთ და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი მოქმედებს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიმართ და ამ სიუჟეტში დარღვევას არ ჰქონია ადგილი და ეს გადაწყვეტილებაში დეტალურად წერია. ამასთან, ბოლო დროს ხშირად ისმის აპელირება გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩვენ, როდესაც ასეთ საკითხებს ვიხილავთ, კარგად გვესმის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, მეტიც, დღეს ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი სტანდარტის და ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით“ – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა რომელიმე მედიის დაჯარიმება, არამედ მაყურებლის ინტერესების დაცვაა და ყველა განცხადება იმაზე, რომ დღევანდელი კომისია ცენზურას ამკვიდრებს, არის სიცრუე.

ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამას ემსახურება, ჩვენ დავადგინეთ დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლეთ, რადგან ჩვენი მიზანი კონკრეტული მაუწყებლის დაჯარიმება არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა დავნერგოთ მაღალი სტანდარტი ერთობლივად, არა მხოლოდ კომისიამ, არამედ მედიამ, რესპონდენტებმა და საზოგადოებამ ერთად. გვსურს, რომ მედია დაიცალოს უხამსობისგან და სიძულვილის ენისგან იმისთვის, რომ დავიცვათ მაყურებელი, როგორც ამას დასავლურ ქვეყნები აკეთებენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

საჭირო იქნება მომავალშიც მსჯელობა, აზრების გაცვლა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია და რომელიც ევრო დირექტივის შესაბამისადაა მომზადებული. იმედი მაქვს უახლეს მომავალში დაიწყება საკითხის განხილვა, რომელშიც საზოგადოების მაღალი ჩართულობა იქნება. დასავლურ მედიაში ამის კარგი პრაქტიკა არსებობს და სწორედ დასავლური სტანდარტის მიდგომას ნერგავს კომისია, ეს კარგად უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი და განსაკუთრებით მედიასაშუალებებმა უნდა გაითავისონ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე”...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...