შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი...

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი – გიორგი გახარია

მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდგომ, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში 7000 ინფიცირებულს – ჰოსპიტალურ სისტემაში:

ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში.

როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება.

ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს.

ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა:

კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით – მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ.

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...