spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე,...

“კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან” – თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაში კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და კერძო ავტომობილების მძღოლებს აცნობებს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან:

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში,
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.

დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.

ქალაქის მასშტაბით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის, მისი განვითარების კრიტიკულ მნიშვნელობას და იმ პოლიტიკის ჭეშმარიტებას, რომელსაც თბილისის მერია ატარებს.

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე განაახლებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...