კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება...

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება – ჯინ შაჰინი

აშშ-ში, კაპიტოლიუმის შენობაში, ტრამპის მომხრე დემონსტრანტების შეჭრამ, მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ფაქტს წინ უსწრებდა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება და პროტესტი, რადგანაც მიაჩნდა, რომ ქვეყანაში გაალბდა არჩევნების შედეგები და მას გამარჯვება “წაართვეს”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯინ შაჰინმა, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, გაიხსენა საქართველოში კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯეიმს რიშთან ერთად 2012 წლის არჩევნებში დასაკვირვებლად ჩამოსვლა და მათი შეხვედრა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. სენატორი იხსენებს, რომ სააკაშვილთან ერთად განიხილეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხი, რაც საყურადღებო ფაქტი იყო და აღნიშნული აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც:

ის რაც დღეს ხდება, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა არაა, იგი მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემაცაა. როგორც სენატორმა რომნიმ აღნიშნა, ისინი ჩვენ შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე.

ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მეც ვმოგზაურობდი მთელს მსოფლიოში, განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში – ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული და საქართველოში.

2012 წელს, საქართველოში, ჩემ კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად დავკვირვებოდით არჩევნებს. ეს იყო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მოწინააღმდეგე “ქართულ ოცნებას” შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო. ეს ბრძოლა იყო არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.

სენატორი რიში და მე არჩევნების დღეს ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ იყო გამარჯვებული. მაგრამ ქვეყანაში არსებობდა რეალური შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს კი დაასრულებდა ახლადფორმირებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.

არჩევნების მეორე დღეს, სენატორი რიში და მე, შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი მიმანიშნებელი, რისთვისაც იგი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, იქნებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა მათთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება.

მნიშვნელოვანია ყველა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...