პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირმა ინაშვილი - "ეს არის ჩვენი სამაგალითოდ დასჯის...

ირმა ინაშვილი – “ეს არის ჩვენი სამაგალითოდ დასჯის მცდელობა!”

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრას ეხმიანება, რის საფუძველზეც პარტიის იმ დეპუტატებს შეუწყვიტეს უფლებამოსილება, რომლებმაც უარი განაცხადეს მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი რეგლამენტის დარღვევად და მათ მიმართ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებად აღიქვამს:

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” ტოტალურად და სამარცხვინოდ გააყალბა! სწორედ იმ გაყალბებული არჩევნების გამო, რომლის შედეგადაც პარლამენტის ფორმირება მოხდა, ჩვენ მანდატებზე თვიდანვე ვთქვით უარი! ჩვენ ეს მოთხოვნა განცხადებითაც დავადასტურეთ და მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს.

მინდა ავხსნა მარტივად, თუ რა ხდება დღეს. 50-ზე მეტ დეპუტატს აქვს დაწერილი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ამ განცხადებების განხილვა თანმიმდევრულად მოხდეს და არა ინდივიდუალურად, როგორც დღეს ეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ჩვენთან მიმართებაში განაცხადეს. ყველა ამ განცხადების განხილვა უნდა მომხდარიყო ერთად და არა ცალ-ცალკე!

რა ხდება ჩვენთან მიმართებაში: “ქართულმა ოცნებამ” გამოყო მაინცდამაინც “პატრიოტთა ალიანსის” 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. გუშინ, დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ და ჩვენი განცხადების დადასტურება გვთხოვეს. ჩვენ რა თქმა უნდა, დავუდასტურეთ, რომ ჩვენი განცხადება ძალაშია და ის ჩვენი ნებითაა შედგენილი. ეს ყველაფერი განაპირობა “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა ან საპარლამენტო საქმიანობა არ გვინდოდა! ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია “ქართული ოცნების” უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. ჩვენ იმიტომ ვიშრომეთ, წარვმართეთ საარჩევნო კამპანია, რომ სწორედ პარლამენტიდან გვინდოდა ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი შეგვეტანა.

მე “ქართულ ოცნებას” ვარწმუნებ, რომ 3 ან 4 დეპუტატის პარლამენტში შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს! დღეს, ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა ხდება. ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა და სხვათა შორის, რეგლამენტს კანონის ძალა აქვს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენზე ადრე განცხადებები დაწერილი აქვს 50-ზე მეტ დეპუტატს და მათი განცხადებების განხილვა უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ ყველანაირი ვადები ამოწურულია უკვე. ეს ყველაფერი არის ჩვენი სამაგალითოდ დასჯის მცდელობა. რაც დღეს ხდება, ეს არის კანონის და რეგლამენტის უხეში დარღვევა!

ჩვენი პარტია ყველა რაუნდში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და ველით მეხუთე რაუნდს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, იანვარში უნდა დაინიშნოს და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება! ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, “პატრიოტთა ალიანსი” აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს!” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...