ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების...

თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში, წელსაც გაიცემა საკურორტო ვაუჩერები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. ვაუჩერის მისაღებად სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება:

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2021 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად, სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

ვაუჩერი საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 800 ლარია. ვაუჩერით მოსარგებლე პირი სასტუმროსა და სერვისის პირობებს თავად ირჩევს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.

საკურორტო მომსახურების ვაუჩერი გაიცემა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე. შშმ პირებს და მათ გამყოლებს ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა 2021 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

ვაუჩერის მიღების მსურველებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეის საქალაქო სამსახურს, უნდა შეავსონ ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი, რასაც თან უნდა დაურთონ: დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 3 800-მდე საკურორტო ვაუჩერი გასცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...