ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიდავით უსუფაშვილი - 2019 წლის ვადამდელ არჩევნებს, 2020...

დავით უსუფაშვილი – 2019 წლის ვადამდელ არჩევნებს, 2020 წელს პროპორციული მოჰყვება

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეხმიანება ქვეყანაში 2019 წელს ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს, მოსაზრებებს გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და კონკრეტულ შეთანხმებას სთავაზობს სრულიად ოპოზიციას.

“დანიშნავს ოცნება ვადამდელ მაჟორიტარულ არჩევნებს 2019-ში? მიიღებს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს 2020-ში! აი, რატომ:

კონსტიტუცია ამბობს, რომ არსებული შერეული სისტემით მხოლოდ უახლოესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო ყოველი შემდეგი არჩევნები პროპორციული იქნება. შესაბამისად, თუ 2019 წელს ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ეს იქნება ბოლო არჩევნები მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს არჩეული პარლამენტიც თუ ვადამდე იქნა დათხოვნილი, 2020 წელს ახალი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება. ესაა კონსტიტუციური მოცემულობა, რომელიც ოცნების შესაძლო პოლიტიკური მზაკვრობის (ვადამდელი მაჟორიტარული არჩევნების) შემხედვარე ოპოზიციას მიიყვანს ლოგიკურ დასკვნებამდე.

ასეთ ვითარებაში, მე, მაგალითად, სრულიად ოპოზიციას შევთავაზებდი ორ პუნქტიან შეთანხმებას:

1. 2019 წლის ვადამდელ მაჟორიტარულ არჩევნებში ვმოქმედებთ „ერთობა ერთის წინააღმდეგ“ ფორმულით ანუ, მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი შეთანხმებით ვასახელებთ თითო ოპოზიციურ კანდიდატს და ოცნებას არ ვაძლევთ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების საშუალებას;

2. ერთი წლის ვადაში პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური ძალის ერთობლივი ქმედებით ვამწიფებთ პარლამენტის დათხოვნას და 2020 წლის ოქტომბერში ვატარებთ პროპორციულ არჩევნებს, რაც კონსტიტუციით უკვე გარანტირებულია.

აღნიშნული ორ პუნქტიანი გეგმით:

ა) არ დავუშვებთ ოცნების ერთპარტიული მმართველობის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას და ქვეყნის გაპარტახებას;

ბ) შეიქმნება ერთწლიანი ტექნიკური ოპოზიციური „ერთობა ერთის წინააღმდეგ“, რომლითაც ყველა ერთად მოვიპოვებთ სამართლიან არჩევნებს და ვერავინ ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას – ვერც რევანშისტი, ვერც პრორუსი და ვერც პროევროპელი;

გ) საძალაუფლებო საკითხები გადაწყდება 2020 წლის ოქტომბერში პროპორციული არჩევნებით, რომელშიც ღირებულებით პლატფორმებზე გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს შორის სამართლიანი კონკურენცია გაიმართება და ამომრჩეველი ყველას თავის ადგილს მიუჩენს – რევანშისტსაც, პრორუსსაც, პროევროპელსაც და ჯერ კიდევ მეოცნებესაც.

მოკლედ, ქვეყანა დაზარალდება ამხელა დავიდარაბით, თორემ წესით უნდა მივუშვათ ოცნება – თხაროს, თხაროს და 2019-ში ვადამდელი მაჟორიტარულ არჩევნებით 2020-ში პროპორციული გამოითხაროს…”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...