სამშაბათი, ივლისი 29, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი შეთავაზება სამართლიანია: გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია და ერთად...

ჩვენი შეთავაზება სამართლიანია: გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია და ერთად განვაგრძოთ საარჩევნო რეფორმა, რომ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანია: რაც წარსულს ეხება მოდით ერთად გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია, ხოლო რაც მომავალს ეხება – ერთად ჩავატაროთ შემდგომი საარჩევნო რეფორმა და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, არჩევნების მიღწევა არის ის, რომ ის პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი.

ასევე მოგვცა ის, რომ მეტი ქალი მონაწილეობს საპარლამენტო პროცესში, მეტი ქალი შევიდა პარლამენტში, მოგვცა ის, რომ კამპანია, თუ დააკვირდა საზოგადოება, ჩატარდა ნაკლები აგრესიით, ჩატარდა ბევრად უფრო პოზიტიურად და კონსტრუქციულ რეჟიმში, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანია იყო. ამიტომ, ზუსტად ამიტომ იყო, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – ეუთოს და ოდირის მისიამ არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული, რომელიც ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის მთავარი შეთავაზება სწორედ საარჩევნო რეფორმის დასრულება იყო.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სწორედ ეს იყო ოპოზიციის მისამართით, რომ რადგან 10 თვეში უკვე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოდით დავასრულოთ საარჩევნო რეფორმა, ეუთოს რეკომენდაციები არის, გვაქვს, ასევე, ხარვეზებზე მითითება, რომელიც სამართლიან არჩევნებს უკავშირდება, გავატაროთ ეს ცვლილებები ერთად და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ ჩვენი ქალაქების და სოფლების მოსახლეობა უშუალოდ წყვეტს, თუ ვინ იქნება მისი მუნიციპალიტეტის მერი და ვინ იქნება მისი წარმომადგენელი საკრებულოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“საქართველოს მეგობრებს თავი დაანებე, წადი სწორი ნახე, კოჭი გააგორე წინასთან და მარგოსთან ერთად😡” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერის, კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...