ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ ეს...

“ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ ეს რაღაცნაირად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას” – ელენე ნიჟარაძე

ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც გამგეობის წარმომადგენლებმა თამარა სართანიამ და ბაია პატარაიამ განმარტებები გააკეთეს და საპარლამენტო არჩევნების დროს “სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული პარალელური დათვლისას მიღებულ შედეგებში დაშვებული შეცდომის მოკვლევის ანგარიში წარადგინეს:

„ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის  ექსპერტებს.

კომისიას მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითიც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა. ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა, რაც მას ამ ინფორმაციის დამალვას აიძულებდა“.

ბრიფინგზე, ორგანიზაციის ყოფილმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემაც ისაუბრა და აღნიშნა რომ მისთვის თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს თუ კი ამით ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავს:

„რაც შეეხება ჩემ გადადგომის საკითხს, მე მიმაჩნია რომ, რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც მოსალოდნელი იყო და ამისთვის მზად ვიყავით რომ როდესაც საზოგადოებაში ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა ეს გამოიწვევდა მღელვარებას და გააჩენდა კითხვებს. ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც ასეთი რაღაც იქნა დაშვებული PVT-ის შედეგებში და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რაც ძალიან მაღალი სტანდარტია ორგანიზაციისთვის. ჩვენთვის, ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც არ უნდა მცირედი ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, მაგრამ, რადგან გამოიწვია ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, შეიქმნა აჟიოტაჟი და გაჩნდა კითხვები ორგანიზაციის რეპუტაციის მიმართ, მე ჩავთვალე, რომ ჩემთვის მთავარია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წელი ვმუშაობდი, ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ ეს რაღაცნაირად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას”, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...