spot_img
მთავარიკანონი და სამართალითეა წულუკიანის პირადად და იუსტიციის სამინისტროს როლი არის...

თეა წულუკიანის პირადად და იუსტიციის სამინისტროს როლი არის განუზომელი იმაში, რომ საქართველომ გაიმარჯვა “რუსთავი 2”-ის საქმეში – ირაკლი კობახიძე

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა, დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ღია ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული არხის დაბრუნებაში იუსტიციის სამინისტროსა და „ქართულ ოცნებას“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. დეპუტატის გაჟღერებულმა ნათქვამმა, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათ შორის ჟურნალისტებსაც კითხვები გაუჩინა. აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრობს და ადასტურებს ფაქტს, რომ იუსტიციის სამინისტრო ჩართული იყო სტრასბურგის სასამართლო პროცესში:

“რუსთავი 2“-ის საქმეზე პირდაპირ იყო ჩართული იუსტიციის სამინისტრო, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეს სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. აქედან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს წვლილი ამ საქმის საქართველოს სასარგებლოდ მოგებაში არის ბუნებრივია ძალიან დიდი და ამაზე საუბრობდა თეა წულუკიანი.

იუსტიციის სამინისტრო, ოფიციალურად იყო ჩართული ამ საქმეზე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი.

თეა წულუკიანის პირადად და იუსტიციის სამინისტროს როლი არის განუზომელი იმაში, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ საქმეში და არა მეორე მხარემ, რომელიც უპირისპირდება საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ხოლო მათ საბოლოო გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს გამოიტანეს, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და  ტელეკომპანიის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

ავტორი
ნინი შავლაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...