spot_img
მთავარისახალისო ამბები"ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა - ცივი გონებით...

“ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა – ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი ამაში” – ირაკლი კობახიძე

იუმორი, ირონია, ქილიკი – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ირაკლი კობახიძე “ორიგინალური” არითმეტიკის მეშვეობით არჩევნების ალტერნატიულ შედეგებს “წერს” და ცესკოს, თამარ ჟვანიას პროცენტების დათვლისას კონკრეტულ სიყალბეში “ამხელს”:

მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:

📌 სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს;
📌 პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი;
📌 ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული;
📌 ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული;
📌 ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია;
📌 ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;
📌 ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო;
📌„გირჩი“ და„მოქალაქეები“ ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება;
📌 იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული.

✔️ ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.

🔍 ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.
ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე – თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.

↔️ ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

🔵 შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ“, – წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...