spot_img
მთავარიეს საინტერესოაროგორ აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ახალ წელს

როგორ აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ახალ წელს

შობა-ახალი წელი – 365 დღის მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ოჯახები დიდი სიხარულით ხვდებიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული წესი და ტრადიციები არსებობს, ისევე როგორც საქართველოში მათაც უხარიათ და სწამთ, რომ ახალი წლის დაწყება იმედის და სიახლის მომტანია.

ახალი წელი ჰონგ-კონგ-ში ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ჟღერს. ამ ქალაქმა კარგად იცის რით გააოცოს საკუთარი ბინადარი. ისინი საახალწლო განათებას  ახალი წლის წინა დღეს რთავენ და წვეულების განწყობა შობიდან ჩინურ ახალ წლამდე, თებერვლამდე გრძელდება.

ფოიერვერკი, ტრადიციულად ვიქტორიას ნავსადგურში იმართება. ახალი წლის მოახლოებისას მოსახლეობა სახლში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და ძველ ავეჯს ახლით ცვლის. თუ თქვენ ამ დროს ჰონგ-კონგი_ში მოხვდებით, ქუჩებში გამოწყობილ ძველ ავეჯს დაინახავთ, რაც მათთვის ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს; ხოლო სიკეთის ნიშნად, ბავშვებს კონვერტში ჩალაგებულ ფულს ურიგებენ.

 

სიდნეი, ავსტრალია –  და ვინ გამოიწვევს ამ ქალაქს ახალი წლის სადღესასწაულო შეჯიბრში? ის უპირობო ლიდერია საშობაო განათებებისა და წარმოდგენების მოწყობაში. სიდნეის მსოფლიოში ცნობილი საახალწლო შოუ საღამოს 6 საათზე იწყება, როდესაც საჰაერო გმირები ნავსადგურის ზემოთ ცას იპყრობენ და იქ დამსწრეებს მოსვლას ულოცავენ.

ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის წვეულება და ფოერვერკი 9 საათზე იწყება. წვეულებისთვის ფოერვერკი – ნავსადგურის ხიდიდან, ოპერის თეატრიდან და ბოტანიკური ბაღიდან ეწყობა.

 

პარიზი, საფრანგეთი –  თუ თქვენ გაგიმართლათ ახალ წელს შეხვდეთ პარიზში, სინათლის ქალაქი უამრავ მოტივაციას და ენერგიას გაჩუქებთ, რათა ეს დღესასწაული მაქსიმალურად შეიგრძნოთ. სინამდვილეში, დედაქალაქი – პარიზი ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქია მთლიან საფრანგეთში, სადაც თავს უამრავი ადამიანი იყრის.

შეიძლება იფიქროთ, რომ ახალი წლის წვეულებები მხოლოდ ერთი ღამის საქმეა, მაგრამ პარიზში, ისევე როგორც დანარჩენ საფრანგეთში, ახალი წელი ან “წმინდა სილვესტრი” იწყება 1 იანვარს და გრძელდება მთელი თვის განმავლობაში. ფრანგები უსურვებენ ერთმანეთს ,,ბონ ანე“ _ ს და 1 იანვრის შუაღამისას ორივე ლოყაზე კოცნით ერთმანეთ ახალი წლის დადგომას ულოცავენ. მომდევნო დღეებსა და კვირაში საფოსტო ყუთები მთელი თვის განმავლობაში ივსება მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

 

ჰავაი, აშშ –  ჰავაის კუნძულები და რა არის აქ განსხვავებული? ყველაფერი. ჰავაი ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია შობისა და ახალი წლის პერიოდში.

გარე მუსიკალური კონცერტები, თემატური ღამე, კრუიზი ნავით და რა თქმა უნდა ფოიერვერკი –  კუნძული თავის ხასიათს არ კარგავს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ჰავაის შეეფერება.

ხალხი დილიდან იწყებს სანაპიროზე გამოსვლას და საღამოს დადგომას ელოდება, რათა ერთად შეხვდნენ ახალ, იმედებით სავსე წელს და ერთმანეთს ემოციები გაუზიარონ. საღამოს, როცა  საათი 24:00 ჩამოჰკრავს ცა მოულოდნელად ნათდება და მთლიან სანაპიროს მის ნისლში ხვევს.

შეგახსენებთ, რომ ძველი და ახალი კალენდრით მსოფლიო სხვადასხვა დროს აღნიშნავს შობას, მაგრამ ახალ წელს – 31 დეკემბერს, მთლიანად სამყარო ერთნაირად აღნიშნავს ახალ, იმედებით სავსე ცხოვრებას.

გამოყენებული წყაროები: travetriangle.com, hawaii.com, edreams.com

ავტორი
ნინო ცინცაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...