ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"რატომ გვიმალავს ხელისუფლება ინფორმაციას გატაცებებთან დაკავშირებით?" - დავით...

“რატომ გვიმალავს ხელისუფლება ინფორმაციას გატაცებებთან დაკავშირებით?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტებს აქვეყნებს და ოკუპანტების მიერ გატაცებულ ადამიანებზე საუბრობს. ის, ერთ-ერთი რუსული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ოკუპანტებმა მირიან თაზიაშვილი 2 კვირის წინ გაიტაცეს და სააგენტოსვე ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს:

„რა უცნაურია, როდესაც გატაცებულ მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ოკუპანტისგან იგებ..

30 ნოემბერს, სოფელ ქვეშის 2 მაცხოვრებელი გაიტაცეს ოკუპანტებმა…

დღემდე ვერ ამოვხსენი, რატომ გვიმალავს ხელისუფლება ინფორმაციას გატაცებებთან დაკავშირებით?

ხო, მირიან თაზიაშვილი, სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები, რომელიც ოკუპანტებმა 2 კვირის წინ გაიტაცეს, ჯერ კიდევ ოკუპანტის ტყვეობაში რჩება…

როგორც გაირკვა, 2 კვირის წინ, სოფელ ზარდიანთკარიდან გატაცებული, 63 წლის მირიან თაზიაშვილს, ოკუპანტებმა  წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ამჟამად, ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან:

2019 წლის 26 ნოემბერს გატაცებული გენადი ბესტაევი;

2020 წლის 11 ივლისს გატაცებული ზაზა გახელაძე;

2020 წლის 20 ნოემბერს გატაცებული მირიან თაზიაშვილი;

2020 წლის 30 ნოემბერს გატაცებული სოფელ ქვეშის 2 მაცხოვრებელი, რომელთა ვინაობა ჩვენთვის ჯერ უცნობია.

ხელისუფლება კვლავ სტატისტის როლშია.

პ.ს. სუსი ქვეშელების გატაცების ფაქტს არ ადასტურებს“, – წერს დავით ქაცარავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...