გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე – ეკატერინე ტიკარაძე

221

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირადი განცხადება გააკეთა ბოლო დროს მასზე გავრცელებულ ინფორმაციებსა და სიუჟეტებთან დაკავშირებით. მინისტრმა ისაუბრა, რომ გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან მის ოჯახზე გრძელდება მორალური ზეწოლა:

მე მინდა გავაკეთო პირადი განცხადება, რადგანაც არ მინდა ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ვხვდებით, რომ დღეს ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია.

მე ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერ კითხვა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, მე ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს, ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილია ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი და მიუხედავად ამისა ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები