spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"თბილისი ენერჯი" 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზს აძვირებს

“თბილისი ენერჯი” 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზს აძვირებს

„თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, ბუნებრივი გაზი გაძვირდება:

ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან

მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების

საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში,

ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს

ლარში ფიქსირებული ფასით.

 შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ

ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე

დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით

აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით, ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო

ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას.

 ასევე ყველაზე მთავარი – მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს

უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის

მასშტაბით ახორციელებს – მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-

განახლება, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის

განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აბონენტების, დედაქალაქის

მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის.

 დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის

შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც

ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ

გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო

ფუნქციონირებას.

 იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და

თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ

კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული

ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

 ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს

შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული

მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს“, – ნათქვამია შპს „თბილისი ენერჯის“ ოფიციალურ გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...