კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება - სახელმწიფოს...

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება – სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას აზარალებულის სტატუსი მიენიჭება, ხოლო უკანონო თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...