spot_img
მთავარიCOVID 19გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდის ხელმძვანელებთან...

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდის ხელმძვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე  კოვიდ-19-ის მეორე ტალღის შედეგად მოსალოდნელ რისკ-ფაქტორებზე, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდამჭერ ღონისძიებებზე ისაუბრეს:

საქართველოს მთავრობა, Covid-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აგრეთვე, აღინიშნა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იყოს დაბალანსებული მათი ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.

ამასთან, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე მალე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ნინო ცინცაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...