შაბათი, ივნისი 7, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად,...

ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის – მაიკ პომპეო

საქართველოს მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა:

უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს – თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მტლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

„ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისმა სამდივნომ სოციალურ ქსელ ტვიტერში, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კონკრეტული პოსტი გაავრცელა: “გავფრინდით საქართველოდან, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიური, ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების“.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს” –...

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს...

“ცოტა ხნით ქოცებმაც იგრძნონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს რეჟიმთან დაპირისპირება” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "FARA"-ს ამოქმედების შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროსთვის კანონის...

ნინი ჯანგირაშვილი: “ქოცობაზე უარესი განაჩენი ადამიანისთვის რა უნდა იყოს”

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...

“ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...