ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისოციალური ქსელიცესკოს განცხადება სოციალურ ქსელებში ცესკოს თავმჯდომარის ყალბი გვერდების...

ცესკოს განცხადება სოციალურ ქსელებში ცესკოს თავმჯდომარის ყალბი გვერდების თაობაზე

სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ:

სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკოს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.

გვინდა მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და  გაითვალისწინონ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აქვს ფეისბუქის ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა,” – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...