კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ..." - ნიკა მელია

“ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ…” – ნიკა მელია

არჩევნებთან და გაკეთებული არჩევანის დაცვასთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და აცხადებს, რომ ხმის ქურდებსაც და მათ „ქურდულ“ „შაიკასაც“ – აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმაზე რაც ჩაიდინეს:

არჩევანს მარტო არჩევნების დღეს არ აკეთებ ადამიანი.

არჩევანს აკეთებ შემდეგაც – ან იბრძვი შენს მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად, რომელიც მოგპარეს, ან ეგუები მის ასე უტიფრად და უსინდისოდ მოპარვას და ამ შეგუებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები.

დღეიდან, მე ვებრძვი როგორც ხმის ქურდებს, ისე, მათთან ბინძურ გარიგებაში მყოფ ე.წ. „ქურდებს“. სწორედ მათ და სხვამ არავინ გადაწვეს ჩემი შტაბი.

რა ფოკუსებიც არ უნდა ატაროს ყალბისმქმნელმა რეჟიმმა, ყველამ იცის და მათაც – კალაძე&კობიაშვილმა და მათმა „შნირებმაც“ – ე. წ. კანონიერმა ქურდმა ნოდარ შუკაკიძემ, იგივე ნოდო გლდანსკიმ, რომელიც საბერძნეთში იხდის სასჯელს და მისმა აქ მყოფმა ოცნების პარტიულმა კორდინატორმა ძმამაც კარგად იციან, რა მწარედაც წააგეს ბრძოლა გლდანში და ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვა – პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლად ამოფრქვევა.

ხმის ქურდებსაც და მათ „ქურდულ“ „შაიკასაც“ – აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმაზე რაც ჩაიდინეს.

ვერსად დაიმალებიან, თუ რა თქმა უნდა, მიწა პირს არ იზამს და თან არ ჩაიტანს.

ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...