სამშაბათი, აპრილი 23, 2024

Covid-19-ის ახალმა ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ბიოტექნოლოგიური კომპანია “moderna” ავრცელებს ინფორმაციას ახალი ვაქცინის ეფექტურობის შესახებ.

კომპანია იუწყება, რომ ახალმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ყველა საცდელი ეტაპი წარმატებით გაიარა და 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ექსპერიმენტში 30 ათასი მოხალისე მონაწილეობდა, ნაწილმა 28 დღის შუალედით ვაქცინის 2 დოზა მიიღო, ნახევარმა კი პლაცებო იგივე გრაფიკით.

შედეგები მიუთითებს, რომ ვაქცინა იწვევს იმუნურ რეაქციას, რომელიც იცავს ხალხს კორონავირუსის ზემოქმედებისგან.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანცელმა განაცხადა, რომ ვაქცინის ამ კვლევამ კლინიკურად დაადასტურა, რომ ვაქცინას შეუძლია თავიდან აიცილოს Covid-19-ით ინფიცირება.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული