კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება"...

ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნება” ადეკვატური ნაბიჯები გადადგას – გიორგი ვაშაძე

დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა ქვეყანაში დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ და ხელისუფლებას ადეკვატური  გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა:

„გავცვალეთ ინფორმაცია მოლაპარაკების ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საერთო პოზიციები კვლავ ჩამოვაყალიბეთ, ის ურყევია და ოპოზიცია ერთიანია. ასევე ვისაუბრეთ იმ აქციებზე, რის გამართვასაც ვაპირებთ, ეს არის მდუმარე, მშვიდობიანი, სიმბოლური ღონისძიება, ეს იგეგმება 21 ნოემბრისთვის არჩევნების მეორე ტურისთვის და გვქონდა ასევე დისკუსია იმ ჩიხურ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია, თუმცა გამოსავალი კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ არის „ქართული ოცნების“ ხელში.

21 ნოემბრის აქციაზე ჩამოვყალიბდებით, არ ვიცი რომელ სირცხვილის დერეფანზე საუბრობენ, თუმცა ცალკეული პარტიები თუ რაიმეს გააკეთებენ ეს მათი საქმეა, ჩვენ ერთიან ფორმატს ექნება საკუთარი სტრატეგია.

რომელიმე პარტია, თუ საკუთარი ინიციატივით გამოდის ეს არის კონკრეტული პარტიის საქმე, ეს არ ნიშნავს, რომ მე ამას ვემხრობი. ჩვენ საერთო ფორმატში რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ყველას აზრის გათვალისწინებით მხოლოდ ის ფორმა გვექნება. მე არ ვიცი რას გულისხმობს ხალხისთვის სირცხვილის დერეფნების გაკეთება.

მე ვფიქრობ, რომ დიალოგს აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ჩვენ უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. დიალოგის რეჟიმში, ხელახალი არჩევნების ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლებამ კი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყოველივეს და მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო არაადეკვატური პოზიციები რაც აქვს, ძალიან სწრაფად შეიცვლება,“განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

“ეს ბრძოლა მხოლოდ დოიაშვილის კი არა, ჩვენი ყველას ბრძოლაა ვინც არ აპირებს შეეგუოს უსამართლობას”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...