სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი რაც უფრო ადრე მოვა გონს, რომ ახალი...

“ივანიშვილი რაც უფრო ადრე მოვა გონს, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს, უკეთესი მისთვის პერსონალურად და მთავარია ქვეყნისთვის” – გიგა ბოკერია

ლეიბორისტების ოფისში დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც განხილული იქნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და გაიმართა მსჯელობა საპროტესტო აქტივობების თაობაზე. აღნიშნულ საკითხებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი განცხადებით, ივანიშვილი ვერ შეძლებს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იყოს ხელისუფლებაში, მაშინ როდესაც საზოგადოების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“.

ოპოზიციის ნაწილის იდეა იყო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება. ვფიქრობ, ამ ტიპის ცოცხალი ჯაჭვების გაკეთება, არის კარგი აზრი, მაგრამ ახლა აქტუალური არის შემდეგი საპროტესტო მშვიდობიანი აქცია, რომელიც იქნება სახელმწიფო მდივანის პომპეოს ჩამობრძანების დღეს და ესეც იქნება ცოცხალი ჯაჭვი. სტიკერებით, რომელზეც ხალხი იდგება დისტანციის დაცვით, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ ძალიან დამამცირებელ და სახიფათო თამაშის წესს ქვეყნისათვის, არ მიიღებს, რომ თითქოს თავად გადაწყვეტს სადამდე დარჩება ხელისუფლებაში და არა ამომრჩეველთ უმრავლესობა.

ივანიშვილი რაც უფრო ადრე მოვა გონს, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს, უკეთესი მისთვის პერსონალურად და მთავარია ქვეყნისთვის.

დასავლელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისან განსხვავებით ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც მთავრობები არიან შეგუებულნი თავისუფალი სიტყვის გამოხატვას და დემოკრატიას, ჩვეულებრივად კარგი ამბავია როდესაც მოქალაქეები გამოხატავენ თავის პოზიციას მშვიდობიანი აქციით. ეს არის შესაძლებლობა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში როცა ხარ, მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის 8 წლიანი მცდელობის, საქართველო  პრაქტიკულად გამქრალიყო რუკიდან, ასე არ მოხდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...