კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვლება და დიალოგი...

ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისათვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიმდინარე აქციის პარალელურად მმართველი პარტიის სახელით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გადამოწმების ორივე საშუალებაზე უარი განაცხადა:

გვინდა საზოგადოება მიმდინარე მოლაპარაკებებზე საქმის კურსში ჩავაყენოთ. “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას – ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის არჩევანს, რომელიც გამოიხატა ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით.

პანდემიის ამ უმძიმეს პირობებში პარტიების ნება 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, სადაც მილიონამდე ამომრჩეველმა, მხარი სწორედ “ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისათვის მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და რომლებსაც მივმართავ, არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები და მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს.

რაც შეეხება დეტალებს დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიცია საჯაროდ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ხმების გადათვლაზე არ თანხმდებიან. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე: ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეო-ჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის სიმართლე გაირკვეს და ურჩევნიათ მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.

მიუხედავად ამისა ვიტოვებთ იმედს, რომ მათი უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისათვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება“, – განაცხდა კახა კალაძემ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა” – მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

“ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!” – შალვა...

“Pos TV”-ის დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...