სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ნაკრები ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებდა ასეთი უსახური...

“საქართველოს ნაკრები ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებდა ასეთი უსახური ფეხბურთელებით…” – თემურ ქეცბაია

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაია საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შედეგს ეხმიანება, მისი აზრით დამარცხების მიზეზი არა რაიმე გარე ფაქტორი, არამედ ფეხბურთელების მიერ დაშვებული შეცდომებია, რის გამოც ხარისხიანი ფეხბურთი ვერ შედგებოდა:

‘‘რაც შეეხება ნაკრებს, არ არსებობს თავის გამართლების მიზეზი, არ არსებობს ჩაკვეტაძის მიზეზი, არ არსებობს კვარაცხელიას მიზეზი, არ არსებობს კალაძე რომ ახალგაზრდა ყოფილიყო და მესი რომ საქართველოში დაბადებულიყო მიზეზი, არ არსებობს მაყურებლის მიზეზი...

ასეთი თამაში უნდა ადგე და უბრალოდ უნდა მოიგო, თუნდაც ლიდერების გარეშე, თუნდაც მაყურებლის გარეშე, რომელიც იცი, რომ სახლიდან შენზე ლოცულობს, წუთებს და წამებს ითვლის თამაშამდე და შენ ორ პასს ვერ აკეთებ, კუთხურს ვერ აწვდი და ჯარიმის დროს ცოცხალ კედელს ვერ აცდენ...

მაყურებელი სხვა მუხტს დადებდა, მაგრამ მოთამაშეების პასებს ვერ გამოასწორებდა, ნაკრები ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებდა ასეთი უსახური ფეხბურთელებით..’’, – ამბობს თემურ ქეცბაია.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...