ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგანათლების სისტემაში შექმნილი დილემა - უსაფრთხო სწავლა თუ...

განათლების სისტემაში შექმნილი დილემა – უსაფრთხო სწავლა თუ ხარისხიანი განათლება.

საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს განცხადებით, დისტანციური სწავლა უსაფრთხო და ეფექტიანია. მათი თქმით,  უმაღლესმა სასწავლებლებმა შესძლეს ადაპტირება ონლაინ სწავლებასთან, ისე რომ  სტუდენტები სასწავლო პროცესში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები. განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ უნივერსიტეტები ინდივიდუალურად იმუშავებდნენ იმ სტუდენტების საკითხებზე, რომელთაც  პანდემიის დროს შეექმნათ  ტექნიკური (ინტერნეტისა და კომპიუტერის არქონის პრობლემა) და ეკონომიკური (სწავლის გადასახადის საკითხი) პრობლემები.  თუმცა, სტუდენტების გარკვეული ნაწილი  საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი პრობლემებით, არც უნივერსიტეტები და არც განათლების სამინისტრო არ ინტერესდება.

სტუდენტები საუბრობენ, ონლაინ სწავლების დროს შექმნილ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ  მათი სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება იზღუდება.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვახო აბაშიძე სააგენტო „პარალელთან“ საუბრობს დისტანციური სწავლების უარყოფით მხარეებზე. როგორც მან აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი იყო მიეღო სრულფასოვანი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სფეროში. ამ მიზნის მიღწევა ვახოს  აზრით დისტანციური სწავლების დროს შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, ონლაინ სწავლების პროცესში ლექცია-სემინარებს ხშირად  ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ესწრება.

ჩვენთან ხშირად ინტერნეტი ჭედავს, ზოგჯერ შუქიც მიდის.  ახლა კი,  დაახლოებით 20 დღეში მოთოვს და შემდეგ, კვირაში  ერთხელ თუ მოვა ელექტროენერგია“.  მისი თქმით, ამ პრობლემების გამო,  დისტანციური სწავლების პერიოდში განათლებას ნაკლებ დროს უთმობს. „ონლაინ სწავლების დროს ყველაფერი შეიცვალა. სწავლაზე ხელი ჩავიქნიე. ადრე გაცილებით მეტ დროს ვუთმობდი მეცადინეობას. ამის  გამო, სემესტრი სასურველ შედეგზე ვერ დავხურე.  თუ ონლაინ სწავლება კიდევ  გაგრძელდება, სავარაუდოდ აკადემიურს ავიღებ“. ვახო გვეუბნება, რომ  ამ  საკითხებზე განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, ამ პრობლემებიდან მთავარი გამოსავალი – „უნივერსიტეტებში სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენაა“.

განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტების განცხადებების მიუხედავად ფაქტია, რომ სტუდენტების  გარკვეული ნაწილი ონლაინ სწავლების პროცესში  აქტიურად ვერ ერთვება,  რაც განპირობებულია ტექნიკური  და ეკონომიკური პრობლემებით. მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტებმა, ისე განათლების სამინისტრომ გაითვალისწინოს სტუდენტების პრობლემები და ახალი მექანიზმები შესთავაზონ მათ.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...