ესტონეთის საელჩოში გახსნილი უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგი კაჩუხაშვილის თქმით, ყველა პროცედურამ კანონის დაცვით, გამჭირვალედ ჩაირა და ამომრჩევლის აქტივობა გასულ წლებთან შედარებით მაღალი იყო. საარჩევნო უბანზე დაითვალეს არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობა და შედეგების შესაბამისად საკონსულო აღრიცხავაზე მყოფი 213 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 126 – გამოცხადდა.
ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი.
„იმედი მაქვს ყველა მოვა არჩევნებზე და ეს დღე ბევრ რამეს შეცვლის. უკვე მეორედ ვიღებ აქ, უცხოეთში, არჩევნებში მონაწილეობას და მინდა აღვნიშნო,რომ ყველაფერი ნორმალურად, წესების დაცვით ტარდება,“ – განცხადა გიორგი ჯავახიძემ.
P.S. წინასწარი მონაცემებით:
ᲒირᲩი 46; ნაციონალური მოᲫრაობა – 32; ქართული ოცნება – 16; სტრატეგია აღმაშენებელი – 2.
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში