პარასკევი, მაისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაფუძვლიანად ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ზეწოლაა, ჩვენი განადგურება უნდათ...

საფუძვლიანად ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ზეწოლაა, ჩვენი განადგურება უნდათ – ნატალია ჩხეიძე

კომპანია „უნისტილის“ ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც კომპანიის დირექტორმა ნატალია ჩხეიძემ, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა, მედიას წარუდგინეს დოკუმენტაცია, რომლის მეშვეობითაც ამტკიცებენ, რომ მათი ბიზნესის უკანონო დაყადაღება მოხდა და ადგილი აქვს კომპანიის მიზანმიმართული განადგურების მცდელობას, სახელმწიფოს მხრიდან.

დაყადაღებული ბიზნესი, სამკერვალო კომპანია „უნისტილი“, რომელიც პანდემიის პირობებში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, ფინანსურმა პოლიციამ დააყადაღა, მიზეზი ის ჯარიმაა, რომელიც კომპანიას 2010-2012 წლებში დაუგროვდა. „უნისტილში“ ამბობენ, რომ ჯარიმა მათ გასულ წლებში უსამართლოდ დააკისრეს. დაყადაღებული კომპანია დიმიტრი ჩხეიძის მეუღლეს ეკუთვნის, ჩხეიძე მთაწმინდის გამგებლის მოადგილე იყო, მას თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავასთან ერთად, 48 მლნ ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ ჩხეიძე გაამართლა, დღეს კი გამგებლის ყოფილი მოადგილე და მისი ოჯახი ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს:

28 სექტემბერს კომპანია „უნისტილი“ დააყადაღეს… საფუძვლიანად ვფიქრობთ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა და ნათელია, რომ ჩვენი განადგურება უნდათ. საწარმოს დაადეს ყადაღა და ყიდიან აუქციონზე. ყოველდღე გვაწუხებს შემფასებელი, რომ უნდა გაიტანოს ეს ქონება და გაყიდოს. 

7 წლის წინ ფაბრიკაში 100 ადამიანი მუშაობდა, სანამ შემოვიდოდნენ და დაგვაყადაღებდნენ, ახლა დასაქმებულია 10 კაცი. კომპანიაზე ზეწოლა იქიდან დაიწყო, რომ ჩემი მეუღლე დაიჭირეს რამდენიმე წლის წინ. ჩემი ბიზნესის ჩაძირვაც მაშინ დაიწყეს როდესაც ჩემს ქმარს აიძულებდნენ მიეცა სასურველი ჩვენება, თუმცა ეს არ გააკეთა, შემდეგ კომპანიაში შემოვიდნენ და ყოველდღე ინვენტარიზაციას ატარებდნენ. ბანკებში გადაგზავნეს ინფორმაცია, რომ ვითომ ფულს ვათეთრებდით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცეს და უბრალოდ ბანკებთან ურთიერთობა გაგვიფუჭეს, ასევე მეწარმეებთან. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს, ყველა ინსტანციას, დავწერეთ განცხადება შემოსავლების სამსახურშიც, მაგრამ ადექვატური რეაგირება არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია.

ჩვენ ვართ ქართველი ინვესტორები, რომლებმაც შევქმენით სამუშაო ადგილები, ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას, თუმცა სახელმწიფომ არ მოგვცა მუშაობის საშუალება და 100 სამუშაო ადგილიდან ახლა მხოლოდ 10-ია დარჩენილი კომპანიაში. ჩემი მეუღლის გამო აწყობთ, რომ კომპანია „უნისტილის“ საკითხი გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა ნატალია ჩხეიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

ნიკა გვარამია: “დიქტატურა უნდა დაემხოს!”

29 აპრილს პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების ბინებში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...