შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები“არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში...’’ - გიორგი გახარია

“არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში…’’ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით ჩატარდება:

“არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში და არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით, ამიტომ, არანაირი  ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს.

ჩვენ, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვთხოვთ პოლიტიკოსებს, მოქალაქეებთან ერთად, წესების დაცვაა, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება. ყველა მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...