პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩევნების შემდეგ ივანიშვილს გავისტუმრებთ, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ყველამ...

არჩევნების შემდეგ ივანიშვილს გავისტუმრებთ, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ყველამ უნდა იცოდეს! – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირებულ ნეგატიურ პოზიციასთან მიმართებაში სააგენტო “პარალელთან” კომენტარი გააკეთა ვიდეომიმართვის ავტორმა. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ივანიშვილი არის მთავარი ბოროტება, თუმცა მოსახლეობამ დიდ არჩევნებამდე უნდა გაიგოს სიმართლე, ჩვენს ამომრჩევლებს ფარისევლობა არ უნდა ვაკადროთ:

,,მე ერთადერთი, რაც მამოძრავებდა და მამოძრავებს, არის სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მიუხედავად ნეგატიური გამოხმაურებებისა ჩემს ვიდეო მიმართვაზე, ვერც ერთმა ვერ უარყო, რომ საუბარი იყო მხოლოდ სიმართლეზე.

მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ,,ენმ“-ში, მათ პატივს ვცემ და პატრიოტიზმში ეჭვიც არ მეპარება. თვითონაც განიცდიან იმას, რაც იმ პარტიაში ხდება. თუმცა, სამწუხაროა, რომ ხმას არ იღებენ და რეაგირებისგან თავს იკავებენ.

ეს განცხადება აუცილებლად იმიტომ ჩავთვალე, რომ ხალხმა უნდა იცოდეს 31 ოქტომბერს არის დიდი არჩევნები და ჩვენმა საზოგადოებამ აუცილებელია გაიგოს სრული სიმართლე.

ისანში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო გიორგი ვაშაძე და უცბად დადგა ხატია დეკანოიძე, რაც ნამდვილად არასწორი საქციელი იყო. რეგიონებში ანალოგიურად წუხს ხალხი აღნიშნულ საკითხზე და მათ უნდა იცოდნენ პასუხი, თუ რატომ მოხდა ასე.

მე არც საპოლემიკო მაქვს მათთან. მხოლოდ ივანიშვილი არის მთავარი ბოროტება. დარწმუნებული ვარ ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილს გავისტუმრებთ, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ყველამ უნდა იცოდეს. თითოეული არჩევანი უნდა იყოს გაცნობიერებული და ჩვენ ფარისევლობა არ უნდა ვაკადროთ ჩვენს ამომრჩევლებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...