spot_img
მთავარიCOVID 19ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაცია და მისი მართვა საქართველოში, სრულიად...

ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაცია და მისი მართვა საქართველოში, სრულიად მორღვეულია ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, კოვიდპროცესების მართვის ჩავარდნის თაობაზე ისაუბრა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჯაროდ დისკუსიაში გამოიწვია:

ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაცია და მისი მართვა საქართველოში, სრულიად მორღვეულია ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი, 112-ის და სასწრაფო დახმარების მიღების კომპონენტი, ასევე კოვიდ-სასტუმროებში პაციენტების მართვა, არაერთი ადამიანი გვეღუპება სამედიცინო დახმარების გარეშე ასეთ სივრცეებში. არ ვიცით სად დაიხარჯა პანდემიაზე მობილიზებული თანხები, საერთოდ დაფარულია ეს პროცესი და არ ვიცით ზოგადად რა გეგმა აქვს მთავრობას არსებული პროცესების სამართავად. აბსოლუტურად აცდენილია ოფიციალური პირების განცხადებები საწოლფონდთან დაკავშირებით, სახარჯ მასალებთან დაკავშირებით და არ არის ცნობილი რა მარაგები გვაქვს სამედიცინო მასალების, წამლების და ტესტების.

არ იწვევს ნდობას ის რიცხვები, რასაც აქვეყნებენ ტესტირებასთან დაკავშირებით, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დრო აღარ ითმენს, ყოველი დაგვიანებული დღე ასეთი უმოქმედობისას, იწვევს დამატებით სიკვდილიანობას და ათასობით ადამიანის დაინფიცირებას. მივმართავ ქალბატონ ტიკარაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, ვიწვევ საჯარო დისკუსიაში კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ და მაქვს კონკრეტული შვიდი კითხვა:

  1. რა გააკეთეთ განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები?
  2. რატომ გვეღუპება ადამიანები ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში?
  3. რატომ ვერ ააწყვეთ ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი ქვეყანაში გასული 6 თვის მანძილზე?
  4. რატომ არ მუშაობს 112 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი ქვეყანაში?
  5. რატომ არ დაიწყეთ, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ოჯახის ექიმების მასიური ტრენინგი და მომზადება პაციენტების ბინაზე სამართავად?
  6. რატომ არ დაიწყეთ მოლაპარაკება კერძო სექტორთან საჭირო საწოლფონდისა და სამედიცნო პერსონალის მობილიზაციისთვის და მოსამზადებლად?
  7. რა გეგმა გაქვთ ეპიდემიის სამართავად?

ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას, ამ შეკითხვების უკან თითოეული ადამიანის სიცოცხლეა, ჩვენი ჯანმრთელობაა, ჩვენი ოჯახების, მოხუცების, ახალგაზრდების და ის უპასუხისმგებლობა, რასაც თქვენ, თქვენი უწყება და ზოგადად მთავრობა იჩენს, ჩვენ გვიჯდება სიცოცხლეების ფასად.

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეკონომიკურად ღატაკდება ქვეყანა და შიმშილისთვის არის განწირული კიდევ მრავალი ათასი ადამიანი, დამატებით ის ასიათასობით ადამიანი, რომელიც თქვენ შიმშილის ზღვარზე მიიყვანეთ გასული  6 თვის განმავლობაში. კიდევ ერთელ მოგიწოდებთ საჯარო დისკუსიაზე, გნებავთ დებატზე, ვისაუბროთ ამ საკითხზე და კონკრეტულ გეგმებზე.

არც ერთი ჩვენი გეგმა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ წარმოადგინა არ გაგიზიარებიათ და არ წაგიკითხავთ, იქნებ მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებამდე და დაგარწმუნოთ, რომ სწორი ნაბიჯები გადადგათ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე”...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...