კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე მძიმე და უმართავი ხდება, მთავრობა...

“ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე მძიმე და უმართავი ხდება, მთავრობა კი ამ პირობებშიც ფულის კეთებაზე ფიქრობს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე უმართავი ხდება. მისივე შეფასებით, გაკეთებული ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ მიზანმიმართულად არ ხდება საკმარისი რაოდენობით ტესტირება, რათა რეალურად გახდეს ცნობილი ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია. პრემიერობის კანდიდატი გუშინ, სასტუმროში თრომბოემბოლიით ქალბატონის გარდაიცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სისტემის მხრიდან უყურადღებობას უკავშირებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობა ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებს, არ აინტერსებს დღეს გარდაცვლილი 11 ადამიანიც და “დამსხვრეული ოცნებების” პარტიისთვის მთავარ ამოცანად ხელისუფლების შენარჩუნება და ფულის კეთება რჩება:

დღეს საქართველოში კორონავირუსი უმართავია. ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის უწყება მიზანმიმართულად საკმარისი რაოდენობის ტესტებს არ აკეთებენ, რათა რეალურად გავიგოთ რამდენი ინფიცირებულია. სასტუმროში თრომბოემბოლიით ქალბატონი გარდაიცვალა, რადგან მას ყურადღება სისტემამ არ მიაქცია, შედეგად დატვირთვას ვეღარ გაუძლო, ამ ყველაფერში კი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ, არ აინტერსებთ ისიც, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია  ხელისუფლების შენარჩუნებაა.

სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანია გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. თვითონ მდიდრდებიან, 45 მლნ თავიანთ კომპანიებს გადაურიცხეს და სესხის სუფსიდირება მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუკეთეს.

ტესტებთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ქაოსია. დღეს ჩვენ რომ გვინდოდეს გავარკვიოთ კორონავირუსი გვაქვს თუ არა, ვერ დავადგენთ, რადგან ტესტები ხელმისაწვდომი არ არის. არ მეგონა თუ ექვსი თვის შემდეგაც ისევ მასობრივ ტესტირებაზე იქნებოდა საჭირო საუბარი. გვიმტკიცებენ, რომ სწრაფი რეაგირება, ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა საჭირო არ არის და ამბობენ რომ ყველაფრისთვის მზად არიან, ამ დროს კი ხალხი სასტუმროებში იღუპება მათი უყურადღებობის გამო. აი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ჩვენ კვლავ ვამბობთ იგივეს, რომ მასობრივი ტესტირებით ვირუსის გავრცელების ლოკალიზება მაქსიმალურადა შესაძლებელი.

დახმარება სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ და შიმშილობენ. გეგმა და სტრატეგია არაერთხელ გვაქვს წარდგენილი, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“ – ზუსტად ასე არის „ქართული ოცნების“ სახეები, რადგან ისინი ამ მდგომარეობაშიც კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ფული როგორ გააკეთონ. დიახ, ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე მძიმე და უმართავი ხდება, მთავრობა კი ამ პირობებშიც ფულის კეთებაზე ფიქრობს.

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ ხდება გამოვლენა და შესაძლოა რეალური ციფრი გაცილებით მეტი იყოს. 12 000 ტესტი ჩატარდა ორი კვირის წინ და შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ახლა კი ტესტების რაოდენობა ჩამოსულია 3000 – 4000 – 5000 – 6000-ზე, რატომ შემცირდა დიაგნოსტიკის მაჩვენებელი? ამ პირობებში მე მათ არ ვენდობი და ამიტომაც მეშინია. სწორი მართვის პირობებში სკოლაც და უმაღლესი სასწავლებლებიც უნდა გაიხსნას, ოღონდ ქვეყანაში მასობრივი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...