პარასკევი, ივნისი 20, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინოემბრიდან ფრენების რაოდენობის გაზრდა და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა...

ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის გაზრდა და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა იგეგმება – ნათია თურნავა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომენტარი გააკეთა ფრენების გახსნასთან და გლობალური პანდემიის გამო ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობასთან დაკავშირებით:

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ, ეხება ფრენებს და საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოქტომბრის ბოლომდე გავზარდოთ არსებული რეგულარული ფრენების სიხშირე ევროპის მიმართულებით. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის საერთშორისო დამკვირვებლების ორგანიზებულად ჩამოსვლის უზრუნველყოფაში, დაგეგმილი არჩევნებისთვის.

ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნაც იგეგმება, რაც  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა მიმართულებებით გაიხსნება რეგულარული ფრენები სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის. ძირითადად ეს იქნება ევროპული მიმართულებები თბილისის საერთშორისო აეროპორტიდან, ასევე ქუთაისის საერთშორისო აეროპორტიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ უფრო აქტიურად. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ეპიდემიოლოგებთან და ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობით.

რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა გაიარონ სავალდებულო კარანტინი.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ისარგებლებს უფლებით, წარმოადგინოს ნეგატიური PCR ტესტის შედეგი და წავიდეს თვითზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად.

გლობალურმა პანდემიამ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიწვია უმუშვრობა და მათ შორის საქართველოშიც, რაზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც საუბრობენ და ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ჩვენ აქ ორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ეს არის მყისიერი სოციალური დახმარება რაც მთავრობამ განახორციელა, საშემოსავლო გადასახადის წნეხი გავიზიარეთ ჩვენ და ბიზნესმა.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ახლა ყურადღებას ვამახვილებთ, არის არსებული უმუშევრობა, გვინდა რომ ეს პრობლემა იყოს დროებითი ეპიზოდი და მაქსიმალურად სწრაფად აღიდგინონ კომპანიებმა ძალები, გავიდნენ ძველ ნიშნულებზე და კვლავ აიყვანონ ადამიანები სამუშაოდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...