პარასკევი, ივნისი 20, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაროგორც მოსალოდნელი იყო, ინფიცირების სერიოზული მატება აღინიშნება, ახალი...

როგორც მოსალოდნელი იყო, ინფიცირების სერიოზული მატება აღინიშნება, ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 919 – მარინა ენდელაძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და შეადგინა 919. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე:

როგორც მოსალოდნელი იყო, ინფიცირების სერიოზული მატება აღინიშნება, ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით და დღეს, ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 919. ინფიცირებულების რიცხვმა მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 53%, გუშინდელი მონაცემებით გაეწერა 208 პაციენტი.

რაც შეეხება კლასტერებს, ვირუსი უკვე გავრცელებულია მთელ ქვეყანაში და ამისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ახლა აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ დახურულ სივრცეში იყო საჭირო პირბადის გამოყენება, უკვე სასურველია გამოვიყენოთ ღია სივრცეშიც, რადგან შესაძლებელია ახლო კონტაქტი მოგვიწიოს სხვა ადამიანებთან, ამიტომ აუცილებელია  ძალიან სერიოზულად, რეგულაციების დაცვა.

ჯერ-ჯერობით გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ გავუმკლავდეთ პანდემიას, მიმდინარეობს სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კოორდინირებულად მუშაობა“, -განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...