კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მე თვითონ ვარ მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება...

“მე თვითონ ვარ მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ქალი გამოცადო ყველა ამპლუაში” – ეკა ბესელია

12 ოქტომბერს ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა გაიმართა სასტუმრო “რუმსში’’. მსჯელობის საგანი იყო – ქალების როლი პოლიტიკაში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია. ოპოზიციონერმა ქალბატონმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც ქალი პოლიტიკოსები აწყდებიან პოლიტიკაში და რაც თვითონ მასაც რომ შეეხო:

ბევრი კანდიდატი ქალი მინდა ვნახო პოლიტიკაში და ეს რთული გზა, ნაკლები ბარიერებით რომ გაიარონ ცხოვრებაში.

მე თვითონ მაგალითი ვარ, თუ როგორ შეიძლება ქალი გამოცადო ყველა ამპლუაში.

ხშირად მიფიქრია, რა არის ის, რაც მაძლებინებდა რაღაც ეტაპებზე, განსაკუთრებით რთულია, როდესაც ოჯახს ეხებიან, შვილს ეხებიან, შენს გამო ყველაზე ახლო ადამიანებს ეხებიან, იმიტომ რომ ქალი ხარ, დედა ხარ, სუსტი ადგილები გაქვს და ამით შეიძლება რაღაცნაირად გაგაჩერონ.

ამ სირთულეების დროს მივხვდი, რომ ვერც მოქალაქე, ვერც  დედა, ვერც მეგობარი, ვერავის ვერ მიეხმარები და ვერ იქნები ღირებული, თუ შენ თვითონ არ გადარჩი, შინაგანი ღერძი თუ გაქვს, უნდა გაუმკლავდე ზეწოლებს, რომელსაც ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად აწყდება.

თუ სწორად ვერ გააკეთე არჩევანი, როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ, მერე უკვე ამ დიდ ამბებს ვეღარ ეჭიდები. ჩემთვის ეს იყო გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა, ასე თუ ისე’’, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ კვოტირების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდან ამის მომხრე არ იყო, თუმცა ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. მან ასევე სხვა პარტიების ქალი კანდიდატები გაამხნევა და სირთულეების მარტივად დაძლევა უსურვა.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...