ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"თავისუფლება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას" - მოძრაობა...

“თავისუფლება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას” – მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია

10 ოქტომბერს 6 საათზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ინიციატივით პარლამენტის წინ გაიმართა აქცია, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო  „პარალელთან“ კომენტარი გააკეთეს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, აქციის ორგანიზატორებმა.

„აქციის მიზანი არის ის, რომ გავათავისუფლოთ დაკავებულები, რომლებიც უკანონოდ სხედან, ბიძინა ივანიშვილის – ოლიგარქის და კრემლის პატიმრობაში. რუსეთს კარგად აქვს საუკუნეების მანძილზე შესწავლილი ქართველი ხალხის ფსიქოლოგია, ზუსტად იციან რა წერტილში უნდა დაარტყან, „ქართული ოცნება“  კი გახლავთ მისი ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც აქტიურად აჟღერებს ემოციონალურ მესიჯებს, რაც ქართველების ფსიქოლოგიაზე იმოქმედებს. შესაბამისად 20 დღით ადრე გამოყენებულ იქნა ისეთი თემა, რომელიც გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებდა.

ეს არის შეთითხნილი ბრალდება და სრულიად უსაფუძვლოდ ჰყავთ ორი პროფესიონალი ადამიანი ციხეში გამოკეტილი. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ორი ადამიანი არ იქნება დახსნილი და 31 ოქტომბერს ქართველი ხალხიც გასცემს პასუხს საარჩევნო ბიულეტინით ბიძინა ივანიშვილსა და კრემლს.

ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანის პროტესტსაც კი აქვს შედეგი, ამიტომ თითოეული მოქალაქის როლი მნიშვნელოვანია, ერთი ხმაც კი სამომავლოდ გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს სურს დააშინოს პროფესიონალები, მეცნიერები და ის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ქმნის რაღაც ღირებულს, რათა მათ იცხოვრონ შიშში და ტერორში, ზუსტად ეს იყო საბჭოთა კავშირი, პროფესიონალ ადამიანებს კლავდნენ ან ასახლებდნენ და ცდილობდნენ საზოგადოება დაეზომბირებინათ“. – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

 

„ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს არის ერთის მხრივ ძალიან დიდი უსამართლობა, როცა ადამიანებს რაღაც პოლიტიკური საფუძვლებისა და ბინძური თამაშების გამო აკავებენ. ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ადამიანები რეალურად არ არიან დამნაშავეები, რადგან რასაც ედავებიან, ის შედეგი არ დამდგარა საერთოდ. საქმე იმაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა აწყობს უბრალოდ რუსეთიდან რელსების გადატანა აზერბაიჯანზე, რომელიც ომშია ჩართული და საომარი მდგომარეობა აქვს, მას ჩვენთვის არ ცალია, ახალი ფრონტის გახსნა არაფერში აწყობს და ისედაც გასაყოფი არაფერი გვაქვს. შესაძლებელია, რომ ეს ტერიტორია აღარც იყოს სადავო.

„ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული შეცდომები თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯები ნათელს ფენს ყველაფერს, ეს ყველაფერი დიდი ხანი მზადდებოდა, რათა წინა საარჩევნოდ აეფეთქებინათ თემა, თითქოს ვიღაც ადამიანების დახმარებით ხელისუფლებამ გაყიდა საქართველოს ტერიტორია. იმედია, რომ ჩვენ ხელისუფლებას თუ არა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მაინც ეყოფა გონიერება თუნდაც ომის პერიოდში, რომ არ წამოეგოს ბიძინას ამ იაფფასიან ტრიუკს და ჩვენ როგორც კარგმა და ტკბილმა მეზობლებმა ისევ გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება“, –  აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...