spot_img
მთავარიკანონი და სამართალიქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ...

ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო – ირაკლი კობახიძე გარეჯის თემაზე 

გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო. საქმის ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი, მათ შორის იმასაც, თუ რატომ კეთდებოდა ძალიან საეჭვო განცხადებები თავს დროზე, თუნდაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი. და გაირკვეს თუ რატომ კეთდებოდა ასეთი განცხადებები იმ ფონზე, როდესაც საეჭვო გარიგებები იდებოდა, საეჭვო ქმედებები ხორციელდებოდა სხვადასხვა დონეზე.  მისივე თქმით, გუშინ რადიკალური ოპოზიციური ძალების მიერ ხელისუფლების წინაღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო მათი ერთგვარი ლუსტრაცია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება.

ლუსტრაცია უკვე სახეზეა. რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, რაც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რაიმე არა გაქვს დასამალი და საეჭვო ძალიან ბევრი რამ არის ამ მოცემულობაში, მით უმეტეს იმ საეჭვო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. ბევრი საეჭვო გარემოებაა, აქედან გამომდინარე, თუ გაგრძელდება მათი მხრიდან ლუსტრაცია, ეს ბუნებრივია დაეხმარება გამოძიებას. გუშინდელი დღე იყო ლუსტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე.

არავითარი კავშირი ამ გამოძიებას არ აქვს იმ საკითხებთან, რომელზეც საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უმეტეს, ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალიან ცუდად აქტიურობდნენ თავის დროზე, როდესაც გააქტიურდა მსჯელობა გარეჯის თემაზე. ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. აქედან გამომდინარე, როგორია სახელმწიფოებრივი მოქმედება ამ რადიკალური ოპოზიციისგან, ნაცმოძრაობისგან ნამდვილად არ გვესწავლება. თვითონ მიხედონ საკუთარ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...