სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს მთავრობაპარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

მეცხრე მოწვევის პარლამენტი დღეიდან 2021 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს.

პარლამენტის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხდება.

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 2 ოქტომბერს წარუდგინა.

წარდგენილი ბიუჯეტით საქართველოს მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

2021 წლის სამთავრობო ბიუჯეტი 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით  1.5 მილიარდი ლარით მეტია. ჯამში მთავრობა 2021 წელს 17 მილიარდზე მეტის დახარჯვას აპირებს.

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4 852.0 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით;

განათლების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებაზე 199.2 მლნ ლარით მეტია.

პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა 16 ოქტომბერს დასრულდება და შენიშვნებით უკან მთავრობას გადაეგზავნება, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...