შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"მთავარი არხი" მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად...

“მთავარი არხი” მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება – ნიკა გვარამია

ორი პოლიტიკური სუბიექტის – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მიერ საარჩევნო მიზნებისთვის განკუთვნილი კლიპების “მთავარი არხის” ეთერში გაშვების მოთხოვნასთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მომართეს საარჩევნო სუბიექტებმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ”. მათ მოითხოვეს ჩვენს ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ორივე კლიპში მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და წარმოადგენს უკრაინის მოქალაქეს.

“ნაციონალური მოძრაობის” კლიპი არის ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაცია (რეკლამა), ხოლო “ევროპული საქართველოსი” – ხელშემშლელი (ანტირეკლამა). კანონით კი, საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს.

ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ჩვენ არ განვათავსეთ არც ერთი კლიპი და ამგვარად თავი დავიზღვიეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიგვეცა მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.

ორივე პარტიამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მათი არგუმენტები ჩვენთვის გასაგებია, რის გამოც წერილობით მივმართეთ კომისიას და ცესკოს (ქვემოთ იხ. ჩვენი წერილის ფოტო) და მოვითხოვეთ შესაბამისი ნორმების განმარტება.

გვიპასუხა ცესკომ (ქვემოთ იხ. ფოტო) – მიგვითითა კანონზე და გადაგვამისამართა მარეგულირებელ კომისიასთან. გვიპასუხა მარეგულირებელმა კომისიამაც (ქვემოთ იხ. ფოტო).

ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მივიღეთ კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, „მთავარი არხი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება (რაც, იმავდროულად, მისი ვალდებულებაცაა). ჩვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ინტერესს და ვერც სათანადო პასუხად ჩავთვლით მათ ბლანკეტური პასუხებს და შიდაპროცედურულ წარმოდგენებს საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია 10 ოქტომბრამდე არ მოგვცემს კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭდროვებულ ვადებში), სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს.

კომუნიკაციების კომისია | Communications Commission
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement
ევროპული საქართველო

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...