შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმინდა პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა...

მინდა პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის – კახა კალაძე

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის. მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს პარკის მოწყობისთვისაც.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას. სამწუხაროდ, აქამდე იყო ძალიან ცუდი ტენდენცია: რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე მიმდინარეობდა მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.

როდესაც მოვედით ქალაქის მთავრობაში, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ასევე, ახალი სკვერების მშენებლობას, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას.

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს, ვინც სტუმრად ჩამოდის, ნამდვილად თვალში საცემია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები. ელემენტარულად, გზაგამყოფებსაც კი არ ვტოვებთ გამწვანების გარეშე, სადაც კი შესაძლებელია. ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელებით, ხელს შევუწყობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მართალია, ამისთვის გამწვანება არ არის საკმარისი, თუმცა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი ფაქტი. თქვენ იცით, რომ გუშინ მუნიციპალიტეტს ფონდ „ქართუსგან“, ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან საჩუქრად გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც 40 ჰექტრამდეა. მინდა, პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თვითონ პროექტის განხორციელების ხარჯებს, რომელიც ათეული მილიონი დაჯდება, თავად „ქართუ“ გაიღებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...