საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ქადაგებისას ადამიანებს ერთმანეთისადმი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს:
“ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გაუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ერთმანეთს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგვიბრუნდება ჩვენ.
მაცხოვარი ამბობს: ,,სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა,” – ქადაგებს ილია მეორე.