ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა...

პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას – გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება, რადგანაც Covid19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია:

მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, Covid19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ.

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს.  2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება  -4.9% , თუმცა, 2021 წელს უკვე  დავუბრუნდებით 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს – ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2021 წელს ჩვენ გვექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი,“ – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე,  საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები,“ – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ჯერჯერობით არ არის ასახული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები.

პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის – არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი, მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში  ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება რა ინფორმაცია იარსებებს  ვაქცინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის ხარჯები თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ ორივე მათგანი იქნება გასათვალისწინებელი.

ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით. ოქტომბერში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც გამოქვეყნება მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები. სწორედ ამის მიხედვით ჩვენ გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას.

რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა – უფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები? ასევე, სოციალური კუთხით,  ჩვენ ვნახავთ თუ რა საჭიროებები დადგება, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვაჩვენებს მსჯელობა, ანალიზი, თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“რის იმედად გადიხართ არჩევნებზე?” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...