spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა"ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ვირუსი ზამთარში დაიწყო, შესაბამისად,...

“ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ვირუსი ზამთარში დაიწყო, შესაბამისად, ის ტემპერატურაზე მაინცდამაინც არ რეაგირებს” – მარინა ენდელაძე

დღეს, საქართველოში კორონავირუსის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულია 448 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 41 ადამიანი. წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად აჭარის რეგიონს უკავშირდება. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ დეტალურად ისაუბრა კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე:

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 კოვიდინფიცირებული, აქედან 52% გამოჯანმრთელებულია. სამწუხაროდ, დღეს დაემატა 448 ახალი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, მკურნალობს 3155 პაციენტი. აქედან, 35 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის, 33 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მართვით სუნთვაზე მყოფი, 9 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან.

აჭარის რეგიონი, კვლავ ლიდერია ინფიცირებული პაციენტების რაოდენობით და დაფიქსირებულია 241 შემთხვევა. დავაადებულთა რაოდენობამ იმატა იმერეთშიც – 98 ინფიცირებული, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 9, გურიასა და შიდა ქართლში – 7-7, კახეთში – 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან 6 გახლავთ იმპორტირებული.

ამჟამად, ჩვენს ცენტრში მკურნალობს 22 კოვიდინფიცირებული. მათგან, ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე და გაუმჯობესდა. თუმცა, ის ჯერ-ჯერობით მძიმე პაციენტად რჩება.

ეპიდემიოლოგიური კვლევა, ყველა ახალ დადასტურებულ შემთხვევაზე მიმდინარეობს და ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ისინი ძირითადად არიან ერთმანეთის კონტაქტები“, – განაცხადა ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ, კომენტარი გააკეთა ინფიცირებულ პაციენტთა ანტირეკორდულ მაჩვენებელზე. მისი თქმით, ეს ფაქტი მოსალოდნელი იყო და მომატებული მაჩვენებლის შედეგად, მოიკლებს ინფიცირებულთა რიცხვი, რადგან თანდათან ყველა შემთხვევა ვლინდება. მიუხედავად, იმისა რომ თბილისში წინა დღეებთან შედარებით, მოიმატა რაოდენობამ, ინფიცირებულთა რიცხვი, მაინც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქ მაქსიმალურად ხდება კორონავირუსის თავიდან აცილების, რეკომენდაციებისა და წესების დაცვა. საქართველო კი, ამ მონაცემებით კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩება.

მან ასევე ისაუბრა, ვირუსის გავრცელების შესაძლო შემთხვევებზე ზამთრის პერიოდში და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა:

 „ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ვირუსი ზამთარში დაიწყო, შესაბამისად, ის ტემპერატურაზე მაინცდამაინც არ რეაგირებს. ზამთარი, კიდევ უფრო გასაფრთხილებელია, რადგან მოგვიწევს დახურულ სივრცეებში ყოფნა და ხშირად ვერ მოხერხდება ჰაერის გასუფთავება“, –  განმარტავს მარინა ენდელაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...