პარასკევი, ივლისი 11, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასაქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში

საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში

საქართველოს მთავრობა აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების რეიტინგში:

  1. „კორუფციის კონტროლის“ მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე – საუკეთესო ოცეულში. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო.)
  2. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს : ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
  3. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.
  4. „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ამ მონაცემით საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე.
  5. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო).
  6. „რეგულირების ხარისხის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი მე-19 ადგილზე – საუკეთესო ოცეულში. რეგულირების ხარისხის მაჩვენებლით ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

(2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით“ მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულს მიღმა).

  1. საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლითაც მოწინავე პოზიციებზეა. ჩვენი ქვეყანა უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოსაც. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ. (2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი საქართველო კანონის უზენაესობით ჩამორჩებოდა ყველა განვითარებულ ქვეყანას).

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლურჯი მოცვის ექსპორტის მონაცემები მზარდია” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...